კომპლექსური დავალება

 

                        კომპლექსური დავალებების გეგმა I

 2022-2023, I სემესტრი

კლასი - II

თემა: კეთილი და ბოროტი ადამიანები

ტექსტი: კეთილი სანდალა

სამიზნე ცნება - ტექსტი

ქვეცნებები: დეტალი, ეპიზოდი.

გაგების სტრატეგიები:

კომპლექსური დავალება:

(1)   ტექსტის პირად გამოცდილებასთან დაკავშირება.

(2)   გაიხსენე საკუთარი ცხოვრებიდან ამბავი, რომელიც გაგახსენა მოსმენილმა ტექსტმა და დახატე იგი.

(3)   ნამუშევრის წარმოდგენისას ისაუბრე.

(4)   რით უკავშირდება შენი ამბავი წაკითხულ ტექსტს

(5)   როგორ დაგეხმარა ცხოვრებისეული ამბისა და მოთხრობის შედარება ნაწარმოების უკეთ გაგებაში.

(6)   რას მიაქციე ყურადღება ისეთს, რაზეც შედარებამდე არ დაფიქრებულხარ.

 

კომპლექსური დავალებებს დამუშავების ეტაპები, აქტივობები და რესურსები

 

        ეტაპი 1. 

(1)   მასწავლებლისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა.

(2)   დავალების მოთხოვნის გაცნობიერება

(3)   როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს სიტყვა „სიკეთე“?

(4)   ილუსტრაციის მიხედვიტ ვინ არიან ამ მოთხრობის პერსონაჟები?

(5)   თქვენი აზზრით რაზე იქმნება ეს მოთხრობა?

(6)   ახსენით თქვენი სიტყვებით რას მოითხოვს დავალება?

(7)   რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?

(8)   რისი შესწავლა დაგჭირდებათ?

(9)   თქვენი აზრით რა გაგიადვილდებათ და რა გაგიძნელდებათ?

(10)                       რაში დაგჭირდებათ დახმარება?

ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა, დავალების წარდგენა.

ნაბიჯი პირველი:

ა) რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის უკეთ გასააზრებლად?

ბ) რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის შინაარსის აღმოსაჩენად?

გ) რა სტრატეგიები გამოიყენე უცნობი სიტყვების გასაგებად და ასათვისებლად?

 

                                    რესურსები და აქტივობები

რესურსი ტექსტი „კეთილი სანდალა“

აქტივობა 1. ტექსტის პაუზით მოსმენა, ვარაუდების გამოთქმა.

აქტივობა 2. მუშაობა სიტყვებზე: სიკეთე, კეთილი, სიკეთის ჩადენა.

აქტივობა 3. წინასწარ გამზადებული ბარათები: კეთილი სანდალა, მშიერი მეგობარი, სკოლის გარემო.(ილუსტრაცია და სიტყვა). ისინი არეულადაა დაფაზე მოთავსებული (3) ალაგებს თანმიმდევრობით.

 აქტივობა 4. მასწავლებელი აკეთებს პაუზას, ყოვნდება და ბავშვებმა უნდა მოასწრონ იმ ეპიზოდის გრაფიკული ჩანახატის გაკეთება.

ნაბიჯი მე-2. რით უკავშირდება შენი ამბავი წაკითხულ ტექსტს?

 

                                    რესურსები და აქტივობები

 რესურსი ტექსტი - „კეთილი სანდალა“

აქტივობა 1. აქტივობა 4-ის დროს გაკეთებული ჩანახატებიდან მოსწავლეები ირჩევენ იმ ეპიზოდს, რომელსაც ჩანახატებიდან მოსწავლეები ირჩვენ იმ ეპიზოდს, რომელსაც საკუთარ ამბავს დაუკავშირებენ.

აქტივობა 2. მოსწავლეები იხსენებენ საკუთარ გამოცდილებას, უზიარებენ ერთმანეთსა და მასწავლებელს.

აქტივობა 3. სიკეთეზე შექმნილი ფილმის ყურება. საკუთარი გამოცდილების შედარება.

ნაბიჯი მე-3 როგორ დაგეხმარა ცხოვრებისეული ამბისა და მოთხრობის შედარება ნაწარმოების უკეთ გაგებაში? რას მიაქციე ყურადღება ისეთს რაზეც მათ შედარებამდე არ დაფიქრებულხარ?

 

                                             რესურსები და აქტივობები

რესურსი: მოსწავლეთა ნამუშევრები

აქტივობა 6. იდეების გენერირება.

აქტივობა 7. ინდივიდუალური მუშაობა - მოსწავლეები ხატავენ ტექსტში მოცემული ამბვის მსგავს პირად შემთხვევას.

აქტივობა 8. ნამუშევრების გამოფენა და წარდგენა.

         დავალების პროცესში დასმული კითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ)

(1)   აღწერე შენი ნამუშევარი და ახსენი, კონკრეტულად რომელ დეტალს ან ეპიზოდს უკავშირდება ტექსტიდან.

(2)   ისაუბრე რამდენად დაგეხმარა დავალებაზე მუშაობა ნაწარმოების უკეთ გაგებაში.

(3)   რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადალახე? როგორ მოიქცევი მომავალში? რა გაგიძნელდა? რა გაგიადვილდა? რატომ?

(4)   მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?

(5)   შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება?

(6)   რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?



 

                                                           რეფლექსია

 

        ამ მცირე მაგალითშიც ვფიქრობ კარგად გამოჩნდა, რომ კომპლექსური დავალება მხოლოდ დავალებას არ მოიცავს და ის სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კომპლექსური დავალების დროს, საგანთა ინტეგრირება მეტად მოსახერხებელია, ხოლო მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება - აუცილებელი და მიზაშეწონილი. ყველა მოსწავლეს საკუთარი ხედვა და მიდგომა აქვს. ყველა თავისებურად მუშაობს და ამიტომაცაა ყველა უნიკალური, მათი ნამუშევრები კი განსხვავებული. როდესაც, თითეული მათგანი წარმოადგენს საკუთარ ნაშრომს, ის თავის განვლილ გზაზეც გვიამბობს და ხედვასაც გვიზიარებს. ერთი შეხედვით არც ისე გამორჩეული დავალების მიღმა შესაძლოა მოსწავლის საკუთარი გამოცდილება და აღმოჩენები იმალებოდეს. აი ამიტომ არის კომპლექსური დავალება შესანიშნავი ინსტრუმენტი სწავლა-სწავლებისას.

No comments:

Post a Comment