მათემატიკის კონსტრუქცივისტული
გაკვეთილის გეგმა
სასწავლო საკითხები
ნაწილ-ნაწილ შეკრება
20-ის ფარგლებში
კლასი: მე-2
მისაღწევი შედეგები
შესაბამისი სტანდარტიდან:
სტანდატი II.1 ერთმანეთს უსაბამებს რიცხვებს, რიცხვით სახელებს, რაოდენობებს
და რიგს: კითხულობს „ერთნიშნა“
და „ორნიშნა“ რიცხვებს, ასახელებს მათ წინა და მომდევნო რიცხვებს, ნებისმიერი რიცხვიდან
იტვლის ბიჯით და გამოსახავს რიცხვებს სხვადასხვა
მოდელის გამოყენებით. სხვადასხვა ხერხით ითვლის გროვაში საგანტა რაოდენობას და ადარებს
მიღებულ შედეგებს ერთმანეთს; ახდენს რიცხვის ათობითი პოზიციური სისტემით ჩაწერის დემონსტრირებას.
ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში უთითებს თეულისა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგებში
მდგომი ციფრების მნიშვნელობას და განმარტავს ერტეულის ტანრიგში ნულის გამოყენების აზრს,
იყენებს ამ ცოდნას რიცხვების შედარებისას.
სტანდარტი II.2 აკავშირებს თვლას, რიცხვებს,
რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებებს და შეკრება-გამოკლების მოქმედებებს ერთმანეთთან;
ზეპირად ანგარიშისას
იყენებს ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს (მაგ: თანრიგების დაჯგუფება) განმარტავს
რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში; ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას
და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას (მაგ. რიცხვით კიბეზე ან საგანტა
გროვაზე)
საჭირო სასწავლო რესურსები:
მოსწავლის სახელმძღვანელო,
რვეულები კალმისტრები, დაფა, ცარცი, ასაწყობი ფერადი კუბიკები, კვადრატული მაგნიტური
დაფა და მისი მაგნიტები ან მისი შემცვლელი - ჯიბაკებიანი გეომეტრიული კლასიფიკაციის
სქემა - პლაკატი
საჭირო წინა ცოდნა
და უნარჩვევები: იცის
რიცხვითი სახელები 50-ის ფარგლებში გააზრებული აქვს 10-დან 20-მდე რიცხვითი სახელების
აგებულება. თვალსაჩინო მოდელების გამოყენებით ასრულებს ზეპირ შეკრება გამოკლებას; ცნობს
სამკუთხედებსა და ოთხკუთხედებს; სხვა მრავალკუთხედების შემთხვევაში ითვლის მათ გვერდებს
და წვეროებს და არკვევს მრავალკუთხედის სახეობას; არკვევს ცხრილის საჭირო უჯრედს და
ამოიკითხავს იქ ჩაწერილ იმფორმაციას ავსებს მარტივ ცხრილს.
მიმოხილვა
ძირითადი მიზანი:
მოსწავლემ ისწავლოს
20-ის ფარგლებში, როგორ შეკრიბოს რიცხვები 10 ზე გავლით ნაწილ-ნაწილ.
თანმდევი მიზნები:
მოსწავლეს განუმტკიცდეს;
20-ის ფარგლებში ზეპირი ანგარიშის უნარჩვევები; თვლა და უკუთვლა 20-ის ფარგლებში;
99-ის ფარგლებში ქართული რიცხვითი სახელები მარტივი პრობლემის გადასაჭრელად თვალსაჩინოების
გამოყენების უნარჩვევები.
სასწავლო ერთეულის ფაზები
წინასწარ მთელ კლასთან ერთობლივი ინტერაქციით ხდება შესამზადებელი
საშინაო დავალების თითეული ამოცანის გარჩევა; მოსწავლეებს უაქტიურდებათ არსებული
წინა ცოდნა; მათი გონება მოიგეზება ისე, რომ ახალი ცოდნა თვითონ ააგონ; არსებიტად
პრაქტიკულად უკვე დაეუფლებიან იმას, რაც უნდა ისწავლონ; მასწავლებელი აფასებს მოსწავლეტა
მზაობას და საგანგებოდ ეხმარება არასაკმარისი მზაობის მოსწავლეეებს. |
განმავლობაში მოსწავლეები მხოლოდ გააცნობიერებენ და ჩამოაყალიბებენ
იმას, რაც არსებითად, უკვე იციან პრაქტიკულ დონეზე; ეს ხდება როგორც მტელ კლასტან
ერთობლივი ინტერაქციით ისევე ჯგუფური მუშაობთ; მასწავლებელი საგანგებოდ ეხმარება
არასაკმარისი მზაობის მქონე მოსწავლეებს. |
შემდგომ
მოსწავლეები იმუშავებენ ნაწილობრივ კლასში ერთობლივად,
ნაწილობრივ კი შინ დამოუკიდებლად შედეგებს მთელ კლასთან ერთობლივი ინტერაქციით განიხილავენ;
ამ დროს მასწავლებელი გაიგებს, როგორ მიაღწია დასახულ მიზანს ვის სჭირდება შემდგომი
დახმარება, ამას შემდგომი გაკვეთილების დაგეგმისას გაითვალისწინებნ. |
დამატებითი რესურსები
II კლასის ძირითადი თვალსაჩინოებები.
გაკვეთილის გეგმა
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური: დაწყებითი მე-2 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა - 24
თემა: ხალხური „ ცხვარი და სიღარიბე“
მიზანი: მოსწავლე შეძლებს ტექსტის შინაარსის გაგება-გააზრებას, პერსონაჟის დახასიათებას. განუვითარდებათ ინტერპრეტაციის უნარი
სტანდარტი: (1)2 მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა გაგება-გააზრება და გადმოცემა.
სტანდარტი (1)3 მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულებების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ. მხატვრული ნაწარმოებების პერსონაჟების, მათი ქცევის შეფასება და საკუტარი თვალსაზრისის ახსნა.
სტანდარტი: (3) მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა: ტექსტის თემის და მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
შეფასება განმავითარებელი
აქტივობების აღწერა | მეთოდები | კლასის ორგანიზების ფორმები | სასწავლო რესურსები | დრო | თითეული აქტივობის დროს მისაღწევი შედეგები |
კლასის ორგანიზება: მასწავლებელი ესალმებაკლასს, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს, ამოწმებს დავალებებს, მოკლედ უხსნის გაკვეთილის თემას და მიზანს. აცნობს შეფასების რუბრიკებს. | ვერბალური ახსნა | მთელი კლასი | წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკები | 2 წუთი | მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზნებს. შეძლებენ ყურადღების მობილიზებას |
მწინარე ცოდნის გააქტიურება: მასწავლებელი სვამს კითხვებს: რა ვიცით ცხვარზე? როგორ შეიძლება ცხვარმა სძლიოს სიღარიბეს? რაში ვიყენებთ მატყლს? რძეს? და ა.შ. მასწავლებელი ტექსტის წაკითხვამდე უჩვენებს ფოტო მასალას ან ვიდეოს ცხვარზე და მეცხვარეებზე. |
| მასწავლებელთან ერთად | ბუკი, ფოტო მასალა. | 6 წუთი | მოსწავლე განიმტკიცებს შესწავლილ მასალას და გარკვეულ იმფორმაციას მიიღებს სოფლის მეურნეობის ამ დარგის შესახებ |
ტექსტის გააზრება. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი სვამს რამდენიმე კითხვას: რას სთხოვა სიღარიბემ ცხვარს? რა უპასუხა ცხვარმა? რატომ სჭიდებოდა ცხვარს მთელი სახლი? |
|
მასწავლებელთან ერთად. |
|
10 წუთი |
კითხვაზე პასუხის გაცემით მოსწავლე შეძლებს წაკითხულის გააზრებას. |
ილუსტრაციების შექმნა. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, როგორ ივსება ცხვრის სახლი. |
| დამოუკიდებლად | ფორმატის ქაღალდი, მარკერები | 10 წუთი | მოსწავლე შეძლებს ილუსტრაციისა და ტექტის ურთიერთ დაკავშირებას |
შეჯამება: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ მიღებულ იმფორმაციისა და ტექსტის მიხედვით, რა აზრი გამოხატა ხალხმა ამ ზღაპარში. | არავერბალური. | დამოუკიდებლად | ფორმატის ქაღალდი და ფერადი მარკერები | 5 წუთი | მოსწავლე ასახელებს მიღებულ იმფორმაციასა და ტექსტის მიხედვით რა აზრი გამოხატა ხალხმა ამ ზღაპარში. |
საშინაო დავალება: მოსწავლის წიგნი გვ. 129 მე-6 სავარჯიშო |
|
|
| 2 წუთი |
|
შეფასების რუბრიკა
შეუძლია ტექსტის გაგება-გააზრება | კარგად | საშუალოდ | დამაკმაყოფილებლად |
შეუძლია გამოიყენოს შესაბამისი ლექსიკა და ისაუბროს კონკრეტული თემის ირგვლივ. |
|
|
|
შეუძლია ტექსტზე დაკვირვებით ილუსტრაციის შექმნა. |
|
|
|
No comments:
Post a Comment