არაფორმალური განათლება


             სასწავლ- შემეცნებითი ექსკურსიის გეგმა
ექსკურსიის სახელწოდება
გავეცნოთ და მოვილოცოთ მარტვილის ღირსშესანიშნავი ტაძრები.
ექსკურსიის ჩატარების ადგილი და დრო
მარტვილი - ალერტი - წაჩხურუ - დადიანების სასახლე. 09.06.2019
ექსკურსიის მთავარი იდეა (თემა)
მოსწავლეები გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების უნარ-ჩვევებს და მოახდენენ ცალკეულ საგნებში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
ექსკურსიის აქტუალობა.
ნებისმიერი ექსკურსია აძლევს ადამიანს ახალ ცოდნას ბუნებზე, საზოგადოებაზე, ისტორიულ მოვლენებზე. ე.ი. წარმოადგენს სწავლის პროცესის ნაწილს. ურთიერთობა მასწავლებელთან, მისი რეკომენდაციები, შენიშვნები ახდენენ აღმზრდელობით ზეგავლენას მოსწავლეებზე. თვით შესასწავლი მასალა ზნეობრივად და ესთეტიკურად მოქმედებს ბავშვების ცნობიერებაზე. აქედან გამომდინარე ექსკურსია ხდება პედაგოგიური პროცესის ნაწილი, რომელიც იღებს თავის თავზე ადამიანის განათლებისა და აღზრდის ფუნქციებს, მისი მსოფლმხედველობის ფორმებს.
ექსკურსიის მიზენბი
ხელი შეუწყოს გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავებას, ამა თუ იმ საკითხებისადმი ინტერესის გაღვივებას; მოტივაციის ამაღლებას; საგანთა შორის ინგერაციას; გარემოზე დაკვირვების, ჯგუფური მუშაობის, სოციალური, კვლევითი და თვითმართვის, დაგეგმის უნარების განვითარებას; ცალკეულ საგანში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;ინფორმაციის შეგროვებას; ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას; მსოფლმხედველობისა და ქცევის ნორმების ჩამოყალიბებას; „საექსკურსიო წიგნიერები“ ჩამოყალიბება/განვითარებას.
მონაწილეთა ასაკი
7-8 წელი
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლემ შეძლო გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავება; ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესი; გამოიმუშაონ ტაძარში ქცევის წესები; ინფორმაციის შეგროვება.
საჭირო ძირითადი რესურსები
ბუკები, საპრეზენტაციო მასალები, ფოტოაპარატი, საკვები, წყალი, ერთჯერადი ჭურჭელი.
ექსკურსიის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
სასწავლო შემეცნებით ვიზიტამდე აქტივობა 1. მოსწავლეები გასვლამდე რუკაზე შეისწავლიან ალერტის, წაჩხურუსა და დადიანების სასახლის ადგილს და დაადგენენ რელიეფს.
აქტივობა 2.
მოსწავლეები მოიძებენ იფორმაციას ამ ადგილების შესახებ. ისინი ბუკის საშუალებით გაუზიარებენ ინფორმაციას ერთმანეთს და თითოეული ჯგუფი განკუთვნილ დროს გააკეთებს საინტერესო პრეზენტაციას.
აქტივობა 3.
მოსწავლეებს გავაბრთხილებ იმ აუცილებელი მასალების შესახებ, რომლებიც დასჭირდებათ ექსკურსიაზე. ექსკურსიის წინ ან ექსკურსიის შემდეგ. განსაზღვრავენ აუცილებელი ნივთების ნუსხას.
აქტივობა 4.
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დასრულების შემდეგ  მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ შედეგებს, რა ნახეს ან მოისმინეს, რამდენად გასაგები და საინტერესო იყო ინფორმაცია. დავგეგმავთ მომდევნო ვიზიტებსაც.
ექსკურსიის ხელმძღვანელები
მარტვილის მე-2 საჯარო სკოლის მე-2 (ა) კლასის დამრიგებელი - ციცინო სილაგავა.








No comments:

Post a Comment