ჩემ შესახებ

     მე ციცინო სილაგავა, დავიბადე 1969 წლის 21 სექტემბერს. 1991 წელს დავამთავრე თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის სპეციალობა. იმავე წელს დავინიშნე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგავაზაოს საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგად. 2005-2006 სასწავლო წლიდან დღემდე ვაგრძელებ მუშაობას მარტვილის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლად. ამ წლების მანძილზე გავიარე სხვადასხვა სახის ტრენინგები, ვარ პირველი „GPRAID“ პროექტის სრული კურსის მსმენელი, მაქვს დიპლომები და სერტიფიკატები. ჩემი კლასის მოსწავლეები აქტიურად არის ჩართული კინგის, სმარტის და კენგურუს ოლიმპიადებში. 2018-2019 სასწავლო წელს ჩემს კლასში გამოვლინდა კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები, როგორც მე-2 ტურში, ასევე ათეულშიც.  2018-2019 სასწავლო წელს ჩატარდა მსოფლიო მათემატიკურ  კონკურსი MathBag   სუდოკუს გონებრივ ამოცანებზე, სადაც მონაწილეობა მიიღო ჩემი კლასის 22 მოსწავლემ, მათ შორის 4 მოსწავლე უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა-დაიკავეს პირველი ადგილი საქართველოს მასშტაბით, დანარჩენი 18 მოსწავლე კი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
     მომავლაშც არ ვაპირებთ უქმად ყოფნას, წინ უამრავი ოლიმპიადები, ღონისძებები და საინტერესო აქტივობები გველოდება. ვუსურვებ „ჩემ საოცარ ბავშვებს“ ულევ წარმატებას.































































2 comments:

  1. ჩვენი დაუღალავი ციცინო მასწავლებელი! როგორ გაუმართლათ თქვენს მოსწავლეებს!

    ReplyDelete
  2. ძალიან მომწონს, რომ იყენებ სწავლების მრავალფეროვან და თანამედროვე მიდგომებს. წარმატებებს გისურვებ შენს მოსწავლეებთან ერთად.

    ReplyDelete