სამუშაო შეხვედრები


                                      სამუშაო შეხვედრების რეფლექსია
ქ. მარტვილის N2 საჯარო სკოლა
საგანი:  მათემატიკა
თემა: მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამოყენებული დაწყებითი საფეხურის მათემატიკური ტესტები და მათთან დაკავშირებული თეორიული საკითხები.
მიზანი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადება.
 მონაწილე მასწავლებლები: ციცინო სილაგავა; მაყვალა გვაზავა; მარინა სურმავა; იზოლდა ხუნწელია; სვეტლანა ესიავა; ნატო ბირკაია; ეკა კვესელავა; ნინელი წულაია;
ორგანიზატორი: მარინა გაბისონია
შეხვედრების რაოდენობა: 4.
თარიღი: 4-7 ივნისი. 2019 წელი.   
ვთვლი, რომ  სამუშაო შეხვედრები იყო ჩვენს საჭიროებებზე მორგებული. შეხვედრებზე მასწავლებლებმა ერთმანეთს გავუზიარეთ მათემატიკური ამოცანების ამოხსნის ალტერნატიული ვარიანტები, განვიხილეთ სხვადასხვა თეორიული საკითხები:
ü  ნატურალური, მთელი, რაციონალური, ირაციონალური, ნამდვილი რიცხვები;
ü  მარტივი და შედგენილი რიცხვები;
ü  რიცხვების დაშლა მარტივ მამრავლებად;
ü  ორი რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფის პოვნა;
ü  ორი რიცხვის უმცირესი საერთო ჯერადის პოვნა;
ü  ათწილადები, წესიერი და არაწესიერი წილადები;
ü  ნაწილები;
ü  პროცენტი;
ü  წრიული და სვეტოვანი დიაგრამები;
ü   სამკუთხედის/სამკუთხედის ფართობი და პერიმეტრი;
ü  გამონათქვამთა უარყოფა; შებრუნებული და ექვივალენტური გამონათქვამები;
 ვთვლი, რომ ასეთი შეხვედრები  უწყობს ხელს  მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.        
შეხვედრების  ერთერთი პროდუქტი:    ქვიზი                                              
                                                                       ციცინო სილაგავა








1 comment:

  1. კარგები ხართ! მარიკა მასწავლებლისგან მეც ძალიან ბევრი ვისწავლე!

    ReplyDelete