სოციალური პროექტი


პროექტის სახელწოდება: ,, დავეხმაროთ შეჭირვებულ-მარტოხელა ადამიანებს.“
პროექტის სახელმძღვანლის სახელი და გვარი: ციცინო სილაგავა
პროექტის ხელმძღვანლის თანამდებობა: პედაგოგი
სკოლის სახელწოდება: ქ.მარტვილის N2 საჯარო სკოლა.
პროექტის ხანგრძლივობა: 15 ოქტომბრიდან-31 ოქტომბრამდე (15 დღე)
ჩამოთვალეთ პროექტში მონაწილე ყველა პიროვნება და მათი ფუნქციები: ციცინო სილაგავა (კოორდინატორი)-მეთვალყურეობა. მოსწავლეები:ბაკურია საბა,გაბისონია ზაზა,ბირკაია გიგა,ჯღარკავა ბარბარე,ხურცილავა ელენე,კეკუტია სალომე,წულაია ნია,საკანდელია საბა, ბებიავა ბაჩო, ადამია ლიზი, გაგუა მარი, მოიფიქრეს რა სახის დახმარება გაუწიონ. ინფორმაციის მოძიება,მარტოხელა,სოციალურად დაუცველ ადამიანებზე. მესამე ჯგუფი- კუდავა ლაზარე,ფაილოძე მარი,ძიძიგური ლუკა,ჯიშკარიანი გაბრიელი-აგროვებენ საკვებს.მასწავლებელი ც.სილაგავა-სემინარების ჩატარება.მშობლები,ადგილობრივი თვითმმართველოის წარმომადგენლები სხვა და სხვა სახის დახმარებებს გაგვიწევენ.
პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები. 
ბავშვების მიერ დახმარების გაწევა მარტოხელა სოციალურად დაუცვენ ადამიანზე.
შედეგი: მოსწავლეები  დაეხმარებიან მარტოხელა სოციალურად დაუცველ ადამიანებს.
საჭიროების პრობლემის აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ისეთ ოჯახს სადაც ცხოვრობს მარტოხელა,სოციალურად დაუცველი ადამიანი,რომელსაც არ ყავს ოჯახში დამხმარე პიროვნებები. მიუტანენ მას საკვებს და თბილ ( მეორად) ტანსაცმელს.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული პრობლემის საპასუხოდ:   აღნიშნული პრობლემების საპასუხოდ; ჩატარდება საუბრები თემებზე: როგორ მოვძებნოთ მარტოხელა, სოციალურად დაუცველი ოჯახები. ჩატარდება საუბარი შეჭირვენულთა დახმარებაზე.
გეგმის განხორციელება: კლას ვყოფ სამ ჯგუფად. პირველი ჯგუფი იძიებს ინფორმაციას ისეთ ოჯახებზე სადაც ცხოვრობენ მარტოხელა,სოციალურად დაუცველი ადამიანები.    მეორე ჯგუფი მუშაობს რა სახის დახმარება გაუწიონ, ხოლო მესამე ჯგუფი აგროვებს და მეორე ტანსაცმელს მარტოხელას მისატანად.
საინფორმაციო ფურცლის მომზადება: მოსწავლეები მოამზადებენ საინფორმაციო ფურცელს დახმარების გაწევის შესახებ.
დისკუსიის გამართვა- „ ჩვენ და მარტოხელა’’ ადამიანები.                                                                                                
 სავარაუდო კითხვები: როგორ მოვიძიოთ და დავეხმაროთ მარტოხელებს. რა როლი გვეკისრება აღნიშნულ საქმეში და რა წვლილს შევიტანთ მათ დახმარებაში.
ვინ არიან პროექტის-ბენეფიციარები:
მასწავლებელი
მოსწავლეები
მშობლები
თემის წარმომადგენლები.
ჩამოთვალეთ შესაძლებელი რისკები,რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას: თემის მხრიდან ნიჰილისტური დამოკიდებულება და მშობლების ჩაურთველობა.
აღწერეთ პროექტის მდგომარეობა მისი დასრუბელის შემდეგ: აღნიშნული პროექტი ფასეული იქნება მოსწავლეებისთის, რადგანაც ისინი გაიაზრებენ მარტოხელათა მდგომარეობას და განიმსჭვალებიან პატივისცემით მათ მიმართ.









1 comment:

  1. რეფლექსია

    ხელმძღვანელი- ციცინო სილაგავა.
    სოციალური პროექტის ფარგლებში მე-3ა კლასში განვახორციელე პროექტი „დავეხმაროთ მარტოხელა სოციალურად დაუცველ ადამიანებს“. დავგეგმე დღევანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე პროექტის განხორციელებ, დავიწყეთ 15 ოქტომბერს და დავასრულეთ 30 ოქტომბერს. მასში ჩაერთო მე-3ა კლასის ყველა მოსწავლე და მშობლები.
    ეს იდეა გაჩნდა გასული სასწავლო წლის ივნისის თვეში, მას შემდეგ რაც ჩავფიქრით მარტოხელთა პრობლემებზე.მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი დახმარებოდნენ მარტოხელა სოციალურად დაუცველ ადამიანებს. მიეტანათ მათთვის საკვები და თბილი ტანსაცმელი. კლასში მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად გავმართეთ დისკუსია, პროექტის მიზნებთან და აქტივბებთან, მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.

    პროექტის მიზნად განისაზღვრა:
    1) მოგვეძია აღნიშნული კატეგორიის ოჯახი (ადამიანი)
    2) დავხმარებოდით ვისაც როგორ შეგვეძლო ვისაც როგორ შეგვეძლო პროდუქტებით და მეორადი ტანსაცმლით.
    აღნიშნული პრობლემის საპასუხოდ შევქმენით საინიციატივო ჯგუფი. ვაჩვენე სლაიდები თუ როგორია მარტოხელა სოციალურად დაუცველი ადამიანის ცხოვრება და ოჯახი.
    მოსწავლეებმა და მათმა მშბლემა გააკეთეს ჩანაწერები.
    მიუხედავად დაბრკოლებებისა, პროექტი გეგმის მიხედვით განხორციელდა. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ჩემი მოსწავლეები და მათი მშობლები პროექტის წარმატებით მომზადებას და მის დასრულებასაც. ჩემ მიერ დაგეგმილი მიზანი განხორციელდა, მივაღწიე შედეგს თუმცა ხარვეზებიც გამოიკვეთა დისკუსიის დროს მიუხედავად ქცევის წესების შეხსენებისა ერთმანეთშ არ აცლიდნენ ლაპარაკს, ზოგეჯერ კამათშც კი გდაიზარდა რასაც მომავალშ გავითვალლისწინებ.


    ReplyDelete