ღონისძიების მიზანი იყო, საქართველოს დაწყებითის განათელების პროექტის (G_PRIED) ხელშეწყობით საჯარო სკოლაში დაწყებით საფეხურზე სიახლეების დემონსტრირება. ღონისძიების ფარგლებში ინოვაციური მეთოდების, საქართველოს დაწყებითი განთლების პროექტის (G_PRIED) მიერ შექმენილი დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებისა და მათემატიკის მანიპულატივების გამოყენებით კითხვისა და მათემატიკის საჩვენებელი გაკვეთილები ჩატარდა.
მშობლებს თუ სასწავლო ჯგუფის წევრებს გავუზიარე თუ როგორ ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში ტრენინგზე მიღებულ ცოდნას, სწავლების ინოვაციურ მეთოდებს, როგორ ვნერგავთ მათ პრაქტიკაში; როგორ ხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსებისა და თვალსაჩინოებების გამოყენება კლასში პროექტის მიერ შემოთავაზებული აქტივობების დახმარებით.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტი ხელს უწყობს ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების შემოღებას და დანერგვას. პროექტი აუმჯობესებს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უნარებს კითხვასა და მათემატიკაში, მასწავლებლებისთვის სწავლების ახალი სტრატეგიების გაცნობის, ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსებისისა და სწავლების ინოვაციური, თანამედროვე მეთოდების დანერგვით ხელს უწყობს კითხვასა და მათემატიკაში კომპეტენციების გაზრდას..
პროექტი ხელს უწყობს სასწავლო პროცესში საზოგადოებისა და მშობელთა ჩართულობას. ამ პროექტის მიზნების გაცნობით და სასწავლო აქტივობების ჩატარებით კმაყოფილება გამოხატეს მშობლებმა და სასწავლო ჯგუფის წევრებმა. გამოთქვეს აზრი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისა და საინტერესო მასალის გაცნობის შესახებ.
ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ (G-PRIED)-ის პროექტის მიხედვით კითხვისა და მათემატიკის სწავლება, რაც მეტად სახალისოს და საინტერესოს ქმნის სასწავლო პროცესს.
ვუსურვებ ჩემ მოსწავლეებს წარმატებას.
ჯიპრაიდის რესურები
შეუდარებელი G-pried
ReplyDelete